საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                                                                  

№08/29 - 01

04.07.2023

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2022-2023  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:

1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის  მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) აკადემიკოსი, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე  - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) აკადემიკოსი, პროფესორი  ვლადიმერ პაპავა;

გ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;

დ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;

ე) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;

ვ)პროფესორი  იური ანანიაშვილი;

ზ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;

თ) პროფესორი რევაზ გველესიანი;

ი) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე;

კ) ასისტენტ-პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი - კომისიის მდივანი.

2. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;

გ) პროფესორი დავით ნარმანია;

დ) პროფესორი თემურ შენგელია;

ე) პროფესორი ლევან საბაური;

ვ) პროფესორი დემურ სიჭინავა;

ზ) პროფესორი იოსებ ხელაშვილი;

თ) ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;

ი) ასისტენტ -  პროფესორი ნატო კაკაშვილი - კომისიის მდივანი.

3. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ტურიზმის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი იოსებ ხელაშვილი - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;

გ) ასოცირებული პროფესორი  მერაბ ხოხობაია;

დ)ასოცირებული პროფესორი   ვალერი არღუთაშვილი;

ე) ასოცირებული პროფესორი   ეკა ლეკაშვილი;

ვ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;

ზ) ასოცირებული პროფესორი ნანული ოქრუაშვილი;

თ) პროფესორის ასისტენტი ხათუნა ჩხიკვაძე - კომისიის მდივანი.

4.  სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის (ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია, ბიზნესის ეკონომიკა, მაკროეკონომიკა, გლობალური ფინანსები, ციფრული ეკონომიკა), ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი, საერთაშორისო ბიზნესი, მენეჯმენტი,  ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი, ფინანსები და საბანკო საქმე, აღრიცხვა, ანალიზი და აუდიტი, ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი) და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით განხორციელდება 2023 წლის 24-28 ივლისს, 10.00 საათიდან შემდეგი განრიგის შესაბამისად:

4.1. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2, კორპუსი 10, ოთახი № 513) ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდეს:

ა) მოდული: ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა -24.07.2023., 10:00 სთ.;

ბ) მოდული: ბიზნესის ეკონომიკა - 24.07.2023., 11:00 სთ.;

გ) მოდული: ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა - 24.07.2023., 14:00 სთ.;

დ) მოდული: ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია-24.07.2023., 16:00 სთ.;

ე) მოდული: მაკროეკონომიკა - 25.07.2023., 10:00 სთ.;

ვ) მოდული: ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია - 25.07.2023., 11:30 სთ.;

ზ) მოდული: გლობალური ფინანსები -  25.07.2023., 14:00 სთ.;

თ) მოდული: ციფრული ეკონომიკა - 25.07.2023., 15:00 სთ.;

ი) მოდული: საერთაშორისო ეკონომიკა - 26.07.2023., 10:00 სთ.

4.2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2, კორპუსი 10, ოთახი № 609) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:

ა) მოდული: ფინანსები და საბანკო საქმე - 24.07.2023., 10:00 სთ.;  

ბ) მოდული: აღრიცხვა, ანალიზი და აუდიტი - 25.07.2023., 10:00 სთ

გ) მოდული: ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი - 25.07.2023., 16:00 სთ

დ) მოდული: მარკეტინგი - 26.07.2023., 10:00 სთ.;  

ე) მოდული: საერთაშორისო ბიზნესი - 26.07.2023., 14:00 სთ

ვ) მოდული: ადამიანური რესურსების მენეჯმენტი - 26.07.2023., 15:00 სთ

ზ) მოდული: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი - 26.07.2023., 16:00 სთ.; 

თ) მოდული: მენეჯმენტი  - 27.07.2023., 10:00 სთ.

   

4.3. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა  (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. № 2, კორპუსი 10, ოთახი № 513 ტურიზმის  მიმართულებით:  28.07.2023., 10:00 სთ.

5. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

6. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი         გიორგი ღაღანიძე